შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. აბიტურის საათის გაცდენების შემთხვევაში მოსწავლეზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
3. სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.


4. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.
    მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კათედრის მიერ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისშემაჯამებელი სამუშაო.გაცდენის შემთხვევბაში სკოლაში გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში მას ენიშნება აღდგენითი სამუშაო.თუ მოსწავლე არ გამოცხადდა აღდგენაზე,მას გაუფორმდება 0 ქულა.
   სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20℅,თუ მოსწავლის მიერ საგნის გაცდენილი საათების საერთო რაოდენობა არის:

) V –VI კლასებში 20%–ზე მეტს და 50%–ზე ნაკლებს;
) VII– IX კლასებში 15%–ზე მეტს და 50%–ზე ნაკლებს;
)  X– XII კლასებში 10%–ზე მეტს და 50%–ზე ნაკლებს;

       იმისათვის, რომ მოსწავლემ შეინარჩუნოს სემესტრული ნიშანი, რომელიც მას ჰქონდა 20%–ის დაკლებამდე, მან უნდა ჩააბაროს შიდასასკოლო გამოცდა და მიიღოს იგივე ან უფრო მაღალი შეფასება.
თუ მოსწავლე მიიღებს უფრო დაბალ შეფასებას, მაშინ დაკლებულ სემესტრულ ნიშანს დაემატება გამოცდის ნიშანი და ჯამი გაიყოფა ორზე.
საგნის წლიური საათების რაოდენობის 50%–ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში სავალდებულოაგამოცდის ჩაბარება შესაბამის საგანში:
     V–IX კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ სკოლაში.
X– XII კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

Комментариев нет:

Отправить комментарий