საგნის სემესტრული , წლიური და საფეხურის ქულის შემადგენელი კომპონენტები

    სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
) საშინაო დავალება;
) საკლასო  დავალება;
) შემაჯამებელი დავალება.
  •     შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
  •    საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.  
  •     შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
  •    ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას:

) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი აღდგენითი სამუშაოს ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;

) თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
          ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე;
დ) (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ);
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.


          ქულების გამოანგარიშების წესი
1.    საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
2.    საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
) თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და  განსაზღვრულია, რომ  ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდისქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);
) თუ მოსწავლესსკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამომოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს ამ გეგმის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღები სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე  ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;
) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).
3.     (ამოღებულია - 11.10.2012, №224/ნ).
4.    საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

ა)   საშინაო დავალებები
ფასდება შემდეგი უნარ–ჩვევები:
  • პრობლემის გააზრების;
  • ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების;
  • თანამშრომლობის;
  • პრობლემის გადაჭრის;
  • შემოქმედებითობის;
  • ისტორიული დროის გაგების;
  • კვლევის;
  • ისტორიულ– გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებისა და შექმნის;
უნარ–ჩვევები ფასდება შემდეგი  აქტივობებით:
·         ახსნილი ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ გამოყენებით;
·         ნამუშევრის ორგანიზების ხარისხით;
·         ნამუშევრის ენობრივი გამართულობით;
·         ისტორიულ– გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებისა და შექმნის;

ბ) საკლასო დავალება;
ფასდება შემდეგი უნარ–ჩვევები:
  • პრობლემის გააზრების;
  • ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების;
  • თანამშრომლობის;
·       სივრცეში ორიენტაციის;
  • ისტორიულ– გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებისა და შექმნის;
  • საზოგადოებრივ  ცხოვრებიაში აქტიური მონაწილეობის;
უნარ–ჩვევები ფასდება შემდეგი  აქტივობებით:
·         ახსნილი ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ გამოყენებით;
·         დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით;
·         პრეზენტაციით;
·         დროის ლიმიტის დაცვით;
·         დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტებით
გ) შემაჯამებელი დავალება
ფასდება შემდეგი უნარ–ჩვევები:
  • პრობლემის გააზრების;
  • ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების;
  • თანამშრომლობის;
·       სივრცეში ორიენტაციის;
  • ისტორიულ– გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებისა და შექმნის;
  • საზოგადოებრივ  ცხოვრებიაში აქტიური მონაწილეობის;
უნარ–ჩვევები ფასდება შემდეგი  აქტივობებით:
  • საკონტროლო სამუშაოთი;
  • ტესტირებით;
  • რეფერატით;
  • ისტორიულ–გეოგრაფიული სასუალებების შექმნით;
  • ნაშრომის პრეზენტაციით;







Комментариев нет:

Отправить комментарий