მასწავლებლის და მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი

  • როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?
  • ·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?
  • ·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?
  • ·რა დროს ვუთმობ შეფასებას?
  • ·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?
  • ·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?
  • ·რა დამხმარე მასალას ვიყენებ?
  • ·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით?
  • ·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის?
  • ·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ?
  • ·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო "ფანჯარას”?
  • ·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში?
  • ·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ?
  • ·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?
  • ·როგორ ვმუშაობ მშობლებთან?
  • ·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?
  • ·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში?
  • ·როგორ ვიცავ ვადებს?

წყარო

მასწავლებელთა თვითშეფასების ფურცელი

მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
გადავდივარ მოსწავლეებთან თანამშრომლობის ფორმაზე



ვიკვლევ მოსწავლეთა საჭიროებებს



ვეხმარები მოსწავლეებს სიძნელეების გადალახვაში



სასწავლო პროცესს წარვმართავთ დასახული მიზნების მისაღწევად



ვთანამშრომლობ კოლეგებთან










   ჩამოთვლილ მოსაზრებებს უპასუხეთ: ”დიახ”,”არა” ან "ნაწილობრივ", ამის შემდეგ კვლავ დაუბრუნდით თითოეულ პუნქტს, გააანალიზეთ თქვენივე შეფასება, იპოვეთ თქვენთვის პრობლემატური ასპექტები და გააკეთეთ დასკვნები.

1.       ბავშვები დიდი სიამოვნებით ისმენენ ჩემს მონაყოლს
2.       მიყვარს ცოდნის მუდმივი შევსება და განახლება
3.       ადამიანების მიმართ ვარ ყურადღებიანი
4.       საკუთარ თავს ვგრძნობ ბედნიერ, მხიარულ ადამიანად
5.       არ მიჩნდება შინაგანი დაბრკოლება სკოლაში ბავშვებთან   დიდი ხნით დარჩენა საჭირო თუ გახდა
6.               დიდი სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას სასკოლო მუსიკალურ საღამოებში
7.       არ ვიღლები ბავშვებთან ხანგრძლივი ურთიერთობისგან, ისინი მუხტს მმატებენ, მათთან ყოფნა საინტერესო და სახალისოა
8.       მიყვარს საგანი, რომელსაც ვასწავლი. დიდი გულმოდგინეობით ვაგროვებ მასალას, რომელიც დამეხმარება მუშაობაში
9.       ყოველთვის ვცდილობ ბავშვებში დავინახო და განვავითარო ყველაზე ღირებული და წარმატების მომტანი თვისებები
10.       ყოველთვის ვეცდები თითოეულ ბავშვს მოვექცე პატივისცემით, არ განვასხვაო ერთმანეთისგან და ცალკეულების მიმართ არ გამოვიჩინო ნეგატივური დამოკიდებულება
11.       მომდევნო გაკვეთილისთვის სახლში მომზადება ჩემში არ იწვევს ნერვულობას. ყოველდღიურად ამის კეთების სურვილი არ მიქრება
12.       მე არ ვარდები პროსტრაციაში, თუ ხელმძღვანელები ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. შემიძლია რჩევის მოსმენა ან   ნაკლოვანების თაობაზე მოცემული რეკომენდაციის გაზიარება და დასკვნის გამოტანა.
13.       მყოფნის შინაგანი ძალა იმისათვის, რომ გაწონასწორებულად და კეთილმოსურნეობით მოვექცე ახლობელ ადამიანებს და რაც გინდა მოხდეს სკოლაში ჯავრს არ ვიყრი საკუთარ შვილებზე.
14.       ძალიან მიყვარს საგანში, რომელსაც ვასწავლი, ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში,     სპეციალური ლიტერატურის, აგრეთვე მემუარების, მსოფლიო კლასიკის   კითხვა.
15.       არაფერი არ მახარებს ისე, როგორც კარგი, მრავალფეროვანი მუსიკა
16.       შემწევს უნარი კვირის განმავლობაში შევინარჩუნო და გავანაწილო საკუთარი ძალები
17.       დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ფიზიკურ ვარჯიშებს
18.       არ მიყვარს მონოტონური, ერთფეროვანი საქმის კეთება
19.       საკუთარი სიხალისით,   სიხარულით, შეუპოვრობით და   დაინტერესებულების პირადი მაგალითით მე შემიძლია საქმეში ჩავაბა ყველა მოსწავლე
20.       მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის ვიგონებ რამე ახალს, საინტერესოს ამიტომ ისინი არ მეშვებიან გაგრძელების მოთხოვნით
21.       ბავშვებთან ერთად   დავდივართ ლაშქრობაში, ვდგამთ სპექტაკლებს, აღვნიშნავთ დაბადების დღეებს
22.       ივლისის თვეში უკვე მოვიწყენ ხოლმე, ველოდები სექტემბრის მოსვლას და   ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრას
23.       ყოფილ მოსწავლეებს ვუყვარვარ როგორც მეორე დედა, ყოველთვის უხარიათ შეხვედრა, მომმართავენ და მადლიერებით იღებენ რჩევას
24.       ჩემი მსოფლმხედველობისა და მსოფლშეგრძნობის საფუძველში დევს ბედნიერება და სიხარული
25.       ყველა გაკვეთილზე ვცდილობ მოვიძიო ურთიერთობის ახალი ნაკადულები, გზები, ბილიკები
26.       დიფერენცირებული მიდგომა ჩემთვის ნიშნავს გაუგო თითოეულ მოსწავლეს,     მის შესახებ ვიცოდე რაც შეიძლება მეტი, მქონდეს განსაკუთრებული და სანდო ურთიერთობები, ვეხმარებოდე   ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებაში, წინსვლისკენ მოძრაობაში.
27.       ვცდილობ ადამიანზე არასდროს არ ვილაპარაკო ცუდად
28.       მე მიყვარს მიმოწერა ჩემს მოსწავლეებთან
29.       ბევრი საინტერესო რამ ვიცი ჩემს ოჯახზე
30.       კეთილმოსურნე დამოკიდებულება გამაჩნია ჩემი სკოლის მიმართ და ხშირად ვყვები მის მიღწევასა და უპირატესობაზე
31.       დადებითი დამოკიდებულება გამაჩნია სკოლაში მოსწავლეთა სტიმულირების მიმართ, შემიძლია დავინახო ბავშვების წარმატებები და წავახალისო ისინი  
32.       ძალიან ვღელავ,   როდესაც ვატარებ ღია გაკვეთილს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვიცდი კმაყოფილების გრძნობას
33.       მე პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს
34.       ვცდილობ ვიყო გულახდილი, მაგრამ:
•       ყოველთვის ვამბობ სიმართლეს;
•       მხოლოდ ნაწილობრივ ვიძახი სიმართლეს
35.       მე პატივს ვცემ თითოეული ბავშვის ინტერესს, მის ინდივიდუალურ და ბავშვთა კოლექტივის აზრს
36.       არასოდეს არ დავცინი ბავშვებს
37.       კეთილსინდისიერად ვასრულებ ადმინისტრაციის დავალებას
38.       გარდა სკოლისა გამაჩნია სხვა მდგრადი შემოქმედებითი ინტერესები
39.       მიყვარს კარგად ჩაცმა
40.       თვითგანათლება - ჩემი ძლიერი მხარეა
41.       შემწევს უნარი გამოვკვეთო   და კონკრეტულად   დავსახო მიზანი
42.       საერთო საქმიანობას მე ვგეგმავ ბავშვებთან ერთად
43.       მე შემიძლია შევქმნა ისეთი პირობები ბავშვი, რომ გათავისუფლდეს კომპლექსებისგან და გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და უნარი

წყარო

მასწავლებლის თვითშეფასება

კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო



2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას



3
გაკვეთილის მსვლელობისას  სწორად გადავანაწილე დრო



4
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში



5
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას



6
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები



7
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად



8
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები



9
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას



10
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს



11
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას



12
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს






მოსწავლის თვითშეფასება

კრიტერიუმები
რეგულარულად
 ხშირად
 იშვიათად
არასდროს  
ინტერესს ვამჟღავნებ გაკვეთილის მსვლელობის მიმართ 
მაქვს აგრესიული დამიკიდებულება გაკვეთილის მსვლელობის მიმართ
ხელს ვუშლი გაკვეთილის მსვლელობას
დამოუკიდებლად ვერთები გაკვეთილის მსვლეობაში
ჩმი აქტიურობა სხვას არ უქმნის პრობლემას
მონაწილეობას ვიღბ ჯგუფურ და საკლასო დისკუსიაში
ვასრულებ მასწავლებლის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს


Комментариев нет:

Отправить комментарий