შეფასების ტიპები და დონეები

 განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
1.    სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
ქულა

                                       
                                                                                                                               
ქულები
შეფასების  დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1

     გეოგრაფიაში   მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები VII-XI კლასებში ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.

 ხოლო  XII კლასში  მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий